მწვანე სახლი
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი
LA MAISON VERTE
მწვანე სახლის შესახებ
“ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მწვანე სახლი” თბილისში 2006 წელს გაიხსნა, მცირეწლოვანი ბავშვების (0 დან 4 წლამდე ) სოციალიზაციისა და ფსიქიკური განვითარების დარღვევების პრევენციის მიზნით. გახსნას წინ უძღოდა მწვანე სახლის დამფუძნებლების პროფესიული თანამშრომლობა ფრანგ ფსიქოანალიტიკოსებთან, რაც 1999 წლიდან დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება.
“მწვანე სახლი”, როგორც ინსტიტუცია, ფრანგული ფსიქოანალიზის წიაღში შეიქმნა. მისი დამაარსებელი ფრანსუაზ დოლტოა, ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი, პედიატრი, რომელმაც 1979 წელს პირველი მწვანე სახლი (La Maison Verte) გახსნა პარიზში. მცირეწლოვანი ბავშვებისა და მათი მშობლების მიღების ეს მოდელი შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.
ბუნებრივია, დოლტოს “მწვანე სახლს”, როგორც პირველადი სოციალიზაციისა და პრევენციის უნიკალურ მოდელს, დღემდე განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩვენს ორგანიზაციაში, თუმცა 2006 წლიდან მომსახურება თანდათანობით გაფართოვდა და თერაპიების სხვა სახეებიც მოიცვა. დღეს ჩვენი “მწვანე სახლი” ბავშვებსა და მოზარდებს უკვე სხვადასხვა თერაპიულ სერვისებს სთავაზობს. ესენია: ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, არტთერაპია, ქვიშით თერაპია, მუსიკით თერაპია, ფლორთაიმი, მითოდრამა, მეტყველების თერაპია, სპეცპედაგოგის დახმარება, ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა. თითოეულ თერაპიულ მომსახურებას საკუთარი სპეციფიკა, საკუთარი მიდგომა და თერაპიული ჩარჩო აქვს. მომსახურების შერჩევა ყოველი ბავშვისა თუ მოზარდისთვის ინდივიდუალურად ხდება, მათივე საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად.
მიუხედავად მრავალფეროვანი თერაპიებისა, მწვანე სახლში შემთხვევათა განხილვა, ანალიზი და სუპერვიზირება ფსიქოანალიტიკური მიდგომით მიმდინარეობს და ეს მწვანე სახლის სპეციფიურობას განსაზღვრავს. ამ წლების მანძილზე მწვანე სახლის თანამშრომლებს სუპერვიზიასა და პროფესიულ დახმარებას უწევს ფრანგული ორგანიზაცია ESPACE ANALYTIQUE (Association de Formation Psychanalytique et de Recherche Freudienne) .
2011 წელს მწვანე სახლმა ფილიალი გაიხსნა ქალაქ ახალციხეში, რომელიც 2015 წელს ცალკე ასოციაციად დარეგისტრირდა. 2024 წლიდან კი კიდევ ერთი ფილიალი აქვს ქალაქ მცხეთაში, ქ. მცხეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბავშვებისა და მოზარდების მომსახურებისთვის. დაარსებიდან დღემდე მწვანე სახლის მუდმივი პარტნიორია საფრანგეთის საელჩო საქართველოში.
თერაპიები
პრევენციული ჯგუფური თერაპია 0-დან 4 წლამდე
კონსულტაცია ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის
ინდივიდუალური ფსიქოთერაპია
ჯგუფური თერაპია
სპეცპედაგოგის მომსახურეობა
ადრეული განვითარების პროგრამა
ცეკვითი თერაპია
ქვიშით თერაპია
მუსიკით თერაპია
სუპერვიზორები
მწვანე სახლს დაარსებიდან დღემდე სუპერვიზიას უწევს ფრანგული ასოციაცია Espace Analytique -ის ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ფსიქოანალიტიკოსები
ოლივიე დუვილი
სუპერვაიზორი
კლოდ ბუკობზა ✞
სუპერვაიზორი
ᲙᲐᲢᲠᲘᲜ ᲡᲐᲚᲐᲓᲔᲜᲘ
სუპერვაიზორი
მუშაობის სპეციფიკა
“მწვანე სახლი” ეყრდნობა ფრანგული ფსიქოანალიტიკური, ფსიქოთერაპიული მიმდინარეობის მრავალწლიან, მდიდარ გამოცდილებას.
ინსტიტუციის მიზანია ბავშვთა ფსიქიკური დარღვევების პრევენცია, სისტემური ჩარევა ადრეულად გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სანამ პრობლემა გაღრმავდება და რთულ, კომპლექსურ პათოლოგიად ჩამოყალიბდება. ხოლო უკვე ჩამოყალიბებული დარღვევების შემთხვევაში კი მკურნალობა-რეაბილიტაცია.
„მწვანე სახლის“ ფსიქოლოგები მუშაობენ სხვადასხვა სირთულის ემოციური, კომუნიკაციის, ქცევის, მეტყველების, განვითარების დარღვევების და სხვა პრობლემების მქონე პატარებთან, მათ შორის აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის დროს.
თბილისის მწვანე სახლის ფუნქციონირება და კლინიკური მუშაობა ემსახურება, შემდეგს:
პარტნიორები
La Maison Verte Akhaltsikhe
მწვანე სახლი ახალციხეში
Psychomotricité en action (PEA)
ფრანგულ ფსიქომოტორიკოსთა ასოციაცია
ESPACE ANALYTIQUE
პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაცია
Espace Géorgien pour la psychanalyse
ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე
La France en Géorgie
საფრანგეთის საელჩო საქართველოში
მხარდამჭერები
Georgian Analytic Association of Psychology
საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია
Tbilisi City Hall
თბილისი მერია
Archi
არქი
Construction Company Anagi
სამშენებლო კომპანია ანაგი
Fondation de France
ფრანგული ფონდი
GIP
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
ADRHEN Santé
ჯანდაცვის სფეროში სოციოლოგიური კვლევების ფრანგული ასოციაცია
IWAG - International Women's Association, Georgia
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო
TBC Bank
საქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი”
